იტალიის სერია ა-ს მე-10 ტურის შეხვედრაში ნაპოლიმ მილანი გასვლაზე 0:2 დაამარცხა, გოლებით კი თავი ხვიჩა კვარაცხელიამ და რომელუ ლუკაკუმ გამოიჩინეს.
მოგებული შეხვედრა ჟურნალისტებთან ნაპოლის თავკაცმა, ანტონიო კონტემაც შეაფასა.
"ნაპოლი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელიც მყოლია - 4 თვეში ძალიან საიმედო გუნდი შევკარით, რითიც ძალიან ვამაყობ.
სკუდეტოს მოგება? ამისთვის 3 წელი გვაქვს... რაღაც ახალს ვაშენებთ, რასაც დრო სჭირდება. ყოველთვის სასწაულის იმედად ვერ ვიქნებით.
ლუკაკუს მთელი ზაფხულის განმავლობაში ნაპოლიში გადმოსვლა და ჩემთან თამაში სურდა ნებისმიერ ფასად - ის მზადაა მოედანზე გუნდისთვის მოკვდეს", - განაცხადა კონტემ.