იტალიის სერია ა-ს მე-6 ტურის შეხვედრაში ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე მონცას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი ანტონიო კონტემაც გააკეთა.
"უნდა გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც ვაკეთებ - ამ გუნდზე უკვე შეყვარებული ვარ, ძალიან მაგარი ბიჭები მყავს რაც გუნდში კარგ ენთუზიაზმს ქმნის. მუშაობას ვაგრძელებთ, რათა გულშემატკივრების ოცნება რეალობაც ვაქციოთ.
ლიდერობის პარალელურად ძალიან რეალისტები უნდა ვიყოთ. მიწაზე დავრჩეთ და სხვა გუნდებზე ყურება არ დავიწყოთ", - განაცხადა კონტემ.
ცნობისთვის, მეორე გოლი ნეაპოლელთა მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.