პარმასთან მოგებული (2:1) შეხვედრის შემდეგ, ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან საუბარისას კლუბის სატრანსფერო ფანჯარა შეაფასა.
"ძლიერი ფეხბურთელები დავიმატეთ და ვეცადეთ პრობლემატური პოზიციები რაც გვქონდა, მაქსიმალურად გაგვეძლიერებინა, ასე რომ, კლუბის მუშაობით კმაყოფილი ვარ.
უკეთესი იქნებოდა ოსიმენი რომ გაგვეყიდა, რადგან ამ შემთხვევაში უფრო გავძლიერდებოდით", - განაცხადა კონტემ.
ცნობისთვის, 3 ტურის შემდეგ, ანტონიო კონტეს ნაპოლი 6 ქულთ მე-6 პოზიციაზე იმყოფება.