"წადი მაქედან, ოსიმენი განმეორდება!" - ფანები კვარაცხელიას აფრთხილებენ » სპორტის ხაზი

"წადი მაქედან, ოსიმენი განმეორდება!" - ფანები კვარაცხელიას აფრთხილებენ

"წადი მაქედან, ოსიმენი განმეორდება!" - ფანები კვარაცხელიას აფრთხილებენ
დღეს, 12:41
Aa Aa
გაზიარება:

პლატფორმა X-ზე ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ხელშეკრულება განხილვის საგანი გახდა. ნაპოლი ქართველს წლიურად 5-6 მილიონ ევროს სთავაზობს, არადა ხელმძღვანელობაში კარგად იციან, რომ ხვიჩას გარემოცვა 8-9 მილიონ ევროს ითხოვს.

სოციალურ ქსელში ფეხბურთის გულშემატკივრები აქტიურად წერენ, რომ კვარაცხელიას საკითხი ვიქტორ ოსიმენისას ემსგავსება და სანამ დროა, უკეთესი იქნება თუ ქართველი ნეაპოლურ გუნდს დატოვებს.

ხვიჩამ ნაპოლი სასწრაფოდ უნდა დატოვოს და ახალი, უფრო ძლიერი კლუბი მონახოს, თორემ ოსიმენივით უპატივცემულოდ მოექცევიან.

ოსიმენის შემთხვევა განმეორდება, ხვიჩა ამ გუნდიდან უნდა წავიდეს!

პრეზიდენტს საუკეთესო ფეხბურთელის მოთხოვნებიც კი ფეხებზე ჰკიდია, ეს რა გაუგონარი რეალობაა?

ორჯერ და სამჯერ მეტსაც იმსახურებს ეს ბიჭი. სასაცილოა ყოველი ის მცდელობა, რომლითაც ლაურენტისი ფულის დაზოგვას ცდილობს.

ხვიჩა თუ ამ კონტრაქტს ხელს მოაწერს, ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს და ოსიმენივით კარიერაში ჩავარდნა ექნება.

- წერენ ნაპოლის ფანები.

სხვათა შორის, ანალოგიურ ამბობს მადრიდის რეალის და იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ანტონიო კასანოც. მისი აზრით, პრობლემები ხვიჩას კონტრაქტთან დაკავშირებით ვიქტორ ოსიმენის შემთხვევას ემსგავსება, რითაც ვერც ნაპოლი და ვერც კვარაცხელია იხეირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი