გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარაევოში მყოფი გიორგი გულიაშვილის შესანიშნავი სათამაშო ფორმა ბოლონიაში შენიშნეს და ქართველისადმი ყურადღება ერთიორად გაზარდეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლონია ერთადერთი კლუბი ნამდვილად არაა, რომელიც ახალგაზრდა თავდამსხმელით არის დაინტერესებული.
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ თვეებში გულიაშვილს ნიუკასლის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ, კლუბის, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კაპიტალი აქვს და ბოლო წლებში შესანიშნავად გამოიყურება.
თავის მხრივ, გულიაშვილი მართლაც საოცარ ფორმაშია. ქართველ შემტევს ბოლო 9 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.