საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, გიორგი გულიაშვილი ბოსნიის შიდა ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა.
გულიაშვილმა სეზონი სარაევოში დაიწყო, რომელმაც ქართველი ველეზში გაანათხოვრა, ამ უკანასკნელმა კი საბოლოოდ იმაზე მაღალი პოზიცია დაიკავა, ვიდრე ეს სარაევომ გააკეთა.
რაც შეეხება გულიაშვილს, მის ანგარიშზე რვა გატანილი გოლი და ერთი გაკეთებული საგოლე გადაცემა გახლდათ. საუკეთესოობის შესახებ ინფორმაცია Geo Team-მა გამოაქვეყნა.
22 წლის გიორგი გულიაშვილს სარაევოსა და ველეზამდე იბერია 1999-ში (ძველი ვერსიით, საბურთალო) აქვს ნათამაშები.