ნაპოლისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯანფრანკო ძოლამ ხვიჩა კვარაცხელიაზე დიდებული სიტყვები თქვა.
ქართველი ფეხბურთელი თანამედროვეობის ჯორჯ ბესტია. ხვიჩა კვარაცხელია არის მოთამაშე, რომელიც იტალიის ჩემპიონატს სჭირდება. მას კარგი ფანტაზიის უნარი აქვს და იცის თუ როგორ მოატყუს მეტოქე. ის ტალანტია და სერია A-ს მისი დარჩენა სჭირდება!
ჩემი აზრით, ბოლო პერიოდში ნაპოლიში მომხდარმა ცვლილებებმა და დაგროვილმა პრობლემებმა კვარაცხელია კიდევ უფრო გაზარდა და დააღვინა. ნამდვილად დიდი ფუფუნებაა, როდესაც მისი მსგავსი ფეხბურთელი გყავს გუნდში.
- თქვა ძოლამ.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.