ყოფილი ფეხბურთელი ჯანფრანკო ძოლა ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხვიჩა არის მოთამაშე, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
"კვარაცხელია ის მოთამაშეა, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ნამდვილი სიურპრიზია, რომელმაც ბევრი საინტერესო თვისება წარმოაჩინა და ლუჩანო სპალეტის გუნდს დიდი ძალა შესძინა. ამას გარდა, საფეხბურთო ინტელექტითაც მომხიბლა. ძალიან ტექნიკური და კრეატიული ფეხბურთელია, ორგანიზებულ თამაშში კარგია და არც დისციპლინის მხრივ ჰქონია პრობლემა. ყველაფრის გათვალისწინებით, უდავოა, რომ ის სეზონის მთავარი აღმოჩენაა."
შეგახსენებთ, რომ ძოლა საფეხუბრთო კარიერის დროს 'ნაპოლიშიც' თამაშობდა, სადაც სკუდეტო და იტალიის სუპერთასი აქვს მოგებული. ამას გარდა, ის იტალიის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო - ჯანფრანკოს იტალიის ნაკრების მაისურით 35 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მოგეხსენებათ ქართველმა 'ლივერპულთან' მიღებული ტრამვა მოიშუშა და პარტენოპეისთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება, სადაც ორივე ტესტ-მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა საგოლე მოქმედებით არ გამორჩეულა.