ნაპოლის პრეზიდენტი კვლავ ჯიუტობს და ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხელფასის სახით იმდენის გადახდას არ აპირებს, რამდენსაც ქართველი ფეხბურთელის გარემოცვა ითხოვს.
იტალიურ მედიაში კვარას ახალი საკონტრაქტო ხელშეკრულება მთავარი და ყველაზე ცხელი საკითხია, რაზეც უამრავი სტატია იბეჭდება, უმეტეს მათგანში კი ვარაუდობენ, რომ ნაპოლი ქართველს ზამთარშივე დაემშვიდობება.
როგორც ჩანს, აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელია და მისი უნიკალური უნარები წლიურად 8-9 მილიონ ევროდ არ უღირს და მხოლოდ ამის ნახევრის გადახდას აპირებს.
ფაქტი ერთია, არც კონტე იძლევა ხვიჩასთვის სასტარტოში დაყენების 100%-იან გარანტიებს და არც ლაურენტისი იცავს კბილებით ქართველს სხვა კლუბების წინადადებებისგან, რასაც ამ დრომდე ნაპოლის პრეზიდენტი უწყვეტად აკეთებდა. როგორც ჩანს, კლუბში ახლა კურსი შეცვლილია და კვარასაც მყარად გამდგარი ნიადაგი შეერყა.
ამდენად, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ხვიჩამ ნაპოლი უახლოეს პერიოდში, როგორც იტალიაში წერენ, ზამთარშივე უნდა დატოვოს.