ნიუკასლმა გუშინ თბილისის დინამოს 17 წლის ტალანტი ვახტანგ სალია ოფიციალურად დაიმატა და ამის შესახებ საჯაროდაც განაცხადა.
აღნიშნულ ტრანსფერს ნიუკასლის ყოფილი ქართველი ფეხბურთელი, თემურ ქეცბაიაც გამოეხმაურა.
"აღფრთოვანებული ვარ ამ ტრანსფერით, ნიუკასლი ის კლუბია, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი გავატარე და იმ წლებს ვერაფერს შევადარებ. ვახოს უფრო წარმატებულ და ხანგრძლივ კარიერას ვუსურვებ ამ კლუბში, რომელსაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და პრემიერ ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბია", - განაცხადა ქეცბაიამ.