საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "დინამო თბილისის" 17 წლის ტალანტის, ვახტანგ სალიას "სატრანსფერო საგა" პრემიერლიგაში გადასვლასთან დაკავშირებით დასასრულს უახლოვდება.
დღეს სალიას ტრანსფერთან დაკავშირებით LaGazzetta-მ დაწერა.
"რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ სალია კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებდა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, დღეს საბოლოოდ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ტრანსფერი შედგა და აქტიური მოლაპარაკებების შემდეგ, დინამო თბილისმა ნიუკასლთან კონტრაქტს ხელი მოაწერა.
ჯერჯერობით, კლუბები ამ ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ."