"ერთი სული მაქვს ვოლკანოვსკი როდის დაგამარცხებს და თუ ვერა, ამას მე ვიზამ" - პიმბლეტი თოფურიას » სპორტის ხაზი

"ერთი სული მაქვს ვოლკანოვსკი როდის დაგამარცხებს და თუ ვერა, ამას მე ვიზამ" - პიმბლეტი თოფურიას

"ერთი სული მაქვს ვოლკანოვსკი როდის დაგამარცხებს და თუ ვერა, ამას მე ვიზამ" - პიმბლეტი თოფურიას
30-10-2024, 13:37
Aa Aa
გაზიარება:

26 ოქტომბერს, UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ტიტული მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა და მეტოქე მე-3 რაუნდში დაანოკაუტა.

აღნიშნულ ბრძოლას ინგლისელი მებრძოლი პედი პიმბლეტიც გამოეხმაურა და ილია კიდევ ერთხელ გამოიწვია.

"სადეზინფექციო ხსნარო, ველოდები ჩემს წონაში როდის ამოხვალ, რაც არ უნდა გააკეთო, შენი დამარცხება და ცემა ყოველთვის შემიძლია. ერთი სული მაქვს ვოლკანოვსკი დაბრუნდეს და დაგამარცხოს და თუ ეს ვერ მოახერხა, ამას მე ვიზამ", - განაცხადა პიმბლეტმა.

ცნობისთის, უკვე დიდი ხანია რაც ილია თოფურიას და პედი პიმბელტს დაძაბული ურთიერთობა აქვთ, მეტიც, ლონდონში ყოფნისას რამდენიმე თვის წინ ისინი ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი