26 ოქტომბერს, UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ტიტული მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა და მეტოქე მე-3 რაუნდში დაანოკაუტა.
აღნიშნული გამარჯვება ილიას სათანადოდ დაუფასდა და სოლიდური თანხაც გამოიმუშავა.
Sportysalaries-ის ცნობით, თოფურიამ ბრძოლაში მონაწილეობისთვის გარანტირებული 750 000 დოლარი მიიღო, თუმცა ეს ყველაფერი არ არის - გარდა ამ თანხისა, ილიას ტრანსლაციებიდან შემოსული თანხის წილი, დაახლოებით მილიონ-ნახევარი ერგო და + ორგანიზაციისა და სპონსორების ბონუსებიც, დაახლოებით ჯამურად ქართველმა მებრძოლმა 3 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა.
რაც შეეხება თოფურიას მეტოქეს, მაქს ჰოლოუეიმ გუშინდელი საღამოდან 1 200 000 დოლარამდე მიიღო.