ქართველი კომენტატორი: "ნაკრებს სანიოლზე გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება" » სპორტის ხაზი

ქართველი კომენტატორი: "ნაკრებს სანიოლზე გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება"

ქართველი კომენტატორი: "ნაკრებს სანიოლზე გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება"
4-07-2024, 17:58
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა და საფეხბურთო კომენტატორმა, სანდრო ცნობილაძემ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ცვლილებაზე ისაუბრა.

როგორც გამოცდილი ჟურნალისტი ამბობს, საქართველოს ნაკრები უკვე იმ ეტაპზეა, რომ მწვრთნელის ცვლილება აუცილებელია:

საქართველოს ნაკრები განვითარების იმ ეტაპზეა, რომ უფრო მეტად კვალიფიციური და გამოცდილი მწვრთნელი გვჭირდება, ვიდრე ვილი სანიოლია.

არის ვარიანტი, რომ დაუცადო წილისყრას და ნახო თუ რა გექნება საკვალიფიკაციოზე, მაგრამ სანიოლმა ესეც თუ დაიწყო, მერე ვეღარ გამოვცვლით. ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები ისევე გაიზარდა, როგორც 3 წლის ბავშვი ხდება 7 წლის და ძალიან არ მინდა, რომ ნაკრებმა გაასწროს თავისი განვითარებით მთავარ მწვრთნელს.

- თქვა სანდრო ცნობილაძემ გადაცემა "ამბასადორი სპორტის" ფარგლებში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი