ახალ მწვრთნელთან თითქმის ყველაფერი წავაგეთ - რა ხდება ეროვნულ ნაკრებში » სპორტის ხაზი

ახალ მწვრთნელთან თითქმის ყველაფერი წავაგეთ - რა ხდება ეროვნულ ნაკრებში

ახალ მწვრთნელთან თითქმის ყველაფერი წავაგეთ - რა ხდება ეროვნულ ნაკრებში
4-07-2024, 18:46
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების სერბ დამრიგებელთან, ალექსანდრ ჯიკიჩთან ერთად ეროვნულმა გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ეს მოგება არაფერი მნიშვნელოვანის მომტანი არ გამოდგა.

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ფილიპინების წინააღმდეგ, რომელიც 96:94 კი დავამარცხეთ, მაგრამ ამ გამარჯვებით ოლიმპიადის საკვალიფიკაციოს პირველი ეტაპიდან ნახევარფინალში ვერ გავედით, რადგან იქამდე ლატვიასთან დიდი ანგარიშით გვქონდა წაგებული, ფილიპინებმა კი ამავე ლატვიის დამარცხება თავისთვის შესაფერისი სხვაობით მოახერხა. შესაბამისად, საერთო სურათიდან გამომდინარე საქართველოს ლატვიამაც აჯობა და ფილიპინებმაც (ფილიპინების 19 ქულით დამარცხება გვჭირდებოდა, ჩვენ კი მხოლოდ 2 ქულით მოვიგეთ).

ზოგადად საქართველომ ჯიკიჩთან ერთად სულ 5 თამაში გამართა, აქედან კი 4 წააგო, ანუ შეხვედრათა 80%, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. საქართველოს ნაკრებმა მარცხი დანიასთან, სერბეთთან, იტალიასთან და ლატვიასთან განიცადა.

გარდა ამისა, მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურება ნაკრების ახალი ნატურალიზებული წევრი, ჯო ტომასონი, რომელსაც საქართველოში არაერთი კრიტიკოსი ჰყავს. მთლიან სურათს თუ წარმოვიდგენთ, ნაკრებში სხვა ქვეყნიდან მოწვეული კალათბურთელების მხრივ აშკარა რეგრესი გვაქვს, რაც უკანასკნელ შედეგებზეც აისახება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი