საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრას 26 ივნისს გამართავს, ჩვენი მეტოქე კი პორტუგალია იქნება.
როგორც დაიწერა, ამ შეხვედრის მთავარი არბიტრი შვეიცარიელი სანდრო შარერი იქნება, რომლისთვისაც ეს მატჩი ევრო 2024-ზე რიგით მეორე იქნება.
36 წლის არბიტრმა პირველი თამაში სლოვენიასა და დანიას შორის იმსაჯა, სადაც მან 3 ყვითელი ბარათი გამოიყენა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო 20 თამაშში შარერმა საერთაშორისო დონეზე წითელი ბარათი სამჯერ გამოიყენა, პენალტი კი ორჯერ დანიშნა.