მიქაუტაძე ასახელებს მიზეზს თუ რატომ ვერ გაჰქონდა აიაქსში გოლები » სპორტის ხაზი

მიქაუტაძე ასახელებს მიზეზს თუ რატომ ვერ გაჰქონდა აიაქსში გოლები

მიქაუტაძე ასახელებს მიზეზს თუ რატომ ვერ გაჰქონდა აიაქსში გოლები
2-07-2024, 15:10
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების და ფრანგული მეცის შემტევი გიორგი მიქაუტაძე ნიდერლანდულ მედია კომპანია NOS ესაუბრა და აიაქში ყოფნის პერიოდი გაიხსენა.

"რა განსხვავებაა საქართველოს ნაკრებში მოთამაშე მიქაუტაძესა და აიქსის მიქაუტაძეს შორის? ერთი და იგივე ფეხბურთელია, უბრალოდ აიაქსში გოლები მხოლოდ ვარჯიშების დროს გამქონდა, რადგან სათამაშო დრო არ მეძლეოდა. ჩემთვის შანსი რომ მოეცათ, იქაც გავიტანდი, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა - მათ არჩევანი გააკეთეს და სულერთია ახლა რა მოხდება", - განაცხადა მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, მიქაუტაძემ ამსტერდამელთა მაისურით ჯამში მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სათამაშოდ 345 წუთი მიეცა. ქართველმა ფეხბურთელმა ოფიციალურ შეხვედრაში აიაქსის მაისურით საგოლე მოქმედებაში მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი