"როდის ვასრულებ კარიერას?" - გურამ კაშიას პასუხი ჟურნალისტებს » სპორტის ხაზი

"როდის ვასრულებ კარიერას?" - გურამ კაშიას პასუხი ჟურნალისტებს

"როდის ვასრულებ კარიერას?" - გურამ კაშიას პასუხი ჟურნალისტებს
1-07-2024, 23:42
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებთან 4:1 დამარცხდა და ამით ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ფედერაციასთან საუბრის შემდეგ მიიღებს.

"დრო საკმარისი მაქვს, რომ დავჯდე და ხელმძღვანელობასთან ერთად მოვიფიქრო თუ რას გადავწყვეტ, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ფეხბურთის თამაში ისევ ბავშვივით მიხარია, ამიტომ ჯერჯერობით გადაწყვეტით ვერაფერს ვიტყვი - საბოლოო გადაწყვეტილებას მწვრთნელთან და ფედერაციის ხელმძღვანელებთან საუბრის შემდეგ მივიღებ", - განაცხადა კაშიამ.

ცნობისთვის, 36 წლის მცველმა ეროვნული ნაკრების მაისურით ჯამში 117 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავის გამოჩენა 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი