მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებთან 4:1 დამარცხდა და ამით ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.
უეფას ოფიციალური საიტის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი, "ჯვაროსანთა" ექვსმა ნომერმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ირბინა და ჯამში 12.32 კილომეტრი დაფარა.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ნახევარმცველი ამ ტურნირზე საშუალოდ თითო მატჩში 11.75 კილომეტრს ფარავს, ხოლო ჯამში 48.37 კილომეტრი ირბინა.