კაშიას გოლი, კანკავას საგოლე გადაცემა - 'სლოვანმა' დამაჯერებლად მოიგო » სპორტის ხაზი

კაშიას გოლი, კანკავას საგოლე გადაცემა - 'სლოვანმა' დამაჯერებლად მოიგო

კაშიას გოლი, კანკავას საგოლე გადაცემა - 'სლოვანმა' დამაჯერებლად მოიგო
24-11-2022, 23:52
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მე-10 ტურის გადადებული შეხვედრა 'ბრატისლავასა' და 'ზლატე მორავცეს' შორის, ანგარიშით 4:1.

აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას მიუძღვით, რომლებმაც მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს. შეხვედრა ტრამვის გამო გამოტოვა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კაშიას გოლი, კანკავას საგოლე გადაცემა - 'სლოვანმა' დამაჯერებლად მოიგო

ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ იდეალური შეხვედრა შემოგვთავაზეს

მატჩი 'სლოვანის' უპირატესობით დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, რამაც შედეგი გამოიღო და 24-ე წუთზე ვლადიმირ ვაისმა (უმცროსმა) ანგარიში სწორედ ჯაბა კანკავას პასით გახსნა. გურამ კაშიამ კი თავის გამოჩენა 62-ე წუთზე მოახერხა და თავისი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

კაშიას 'სლოვანის' მაისურით ამ სეზონში სულ 23 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც მხოლოდ 4-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. კანკავას ანგარიშზე კი 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ამ გამარჯვებით ქართველების გუნდმა 41 ქულა დააგროვა და სლოვაკეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამო ახლა ზამთრის პაუზა დაიწყო და სეზონი 11 თებერვალს განახლდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი