სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა "სლოვანსა" და "პიუნიკს" შორის, ანგარიშით 2:1.
სტუმრებმა გოლის გატანა 64-ე წუთზე ეუგენიუ ჩოჩიუკის წყალობით მოახერხეს. "ბრატისლავა" ამის შემდეგ, უფრო გააქტიურდა და სახიფათო მომენტებიც შექმნა.
საბოლოოდ 84-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება ქართველმა ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ მოახერხა. აქედან ერთ წუთში კი ერიკ რამირესმა 85-ე წუთზე, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დაპირისპირების შემდეგ, SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა. ვლადიმერ ვაისის შეგირდებიდან ყველაზე მაღალი შეფასება გურამ კაშიამ დაიმსახურა - (8.0), ხოლო გიორგი ჩაკვეტაძეს შეფასების სახით 7.1 ქულა ერგო.