ესპანელი ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უნდა ეთამაშა » სპორტის ხაზი

ესპანელი ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უნდა ეთამაშა

ესპანელი ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უნდა ეთამაშა
30-06-2024, 21:34
Aa Aa
გაზიარება:

"დინამო" თბილისის ღირსებას ერთ დროს ესპანელი ფეხბურთელი ჩისკო მუნიოსი იცავდა.

მან საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირების წინ ის ამბავი გაიხსენა, როდესაც შეეძლო, საქართველოს ნაკრების მაისურით ეთამაშა.

"საქართველოში გატარებული წლები მართლაც არაჩვეულებრივად მახსენდება, რადგან იქ ყველა დიდ პატივს მცემდა და მქონდა საშუალება, საოცარი თანაგუნდელების გარემოცვაში მეთამაშა.

"ამ ქვეყანას იმდენად კარგად შევეწყვე, რომ ვაღიარებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან, გარკვეული ხნის მანძილზე, მათ ნაკრებში ასპარეზობაზე ზედაპირული საუბრები მქონდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე დარჩა, როგორც იყო.

"მერწმუნეთ, საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან. თუმცა, ვილი სანიოლმა შეძლო და ქართველების ინდივიდუალიზმს გუნდურობა და დისციპლინა კარგად შეუსაბამა, რამაც მათ მაშინვე საოცარი შედეგი მოუტანათ.

"როგორია ჩემი პროგნოზი? ქართველების დიდი პატივისცემის მიუხედავად, თუ ესპანეთის ნაკრები იმ ფეხბურთს ითამაშებს, რაც ჯგუფურ ეტაპზე აჩვენა, მეოთხედფინალში აუცილებლად გავა."


- აღნიშნა ესპანელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი