ჩანაფიქრი ჰქონდა - რა დააბარა მცველებს სანიოლმა მეორე ტაიმში » სპორტის ხაზი

ჩანაფიქრი ჰქონდა - რა დააბარა მცველებს სანიოლმა მეორე ტაიმში

ჩანაფიქრი ჰქონდა - რა დააბარა მცველებს სანიოლმა მეორე ტაიმში
გუშინ, 00:43
Aa Aa
გაზიარება:

სამწუხაროდ, ესპანეთი ამ დროისთვის საქართველოს 4:1-ს უგებს და ჩვენი ვოიაჟი ევროზე დასასრულისკენ მიდის.

როგორც კამერებში დაინახავდით, მატჩის 65-ე წუთზე წიტაიშვილმა კაშიას სანიოლის წერილი მიუტანა, სადაც ფრანგი სპეციალისტი ქართველ ფეხბურთელებს ახალ დავალებას აძლევდა.

სავარაუდოდ, ვილი ფეხბურთელებს ბურთის დაბლა დაწევისკენ და დაცვიდან შეტევაში მოკლე და სწრაფი პასებით ასვლისკენ მოუწოდებდა, რისთვისაც სანიოლმა მინდორზე დასვენებული წიტაიშვილი ახალი კომბინაციების დახაზვისთვის შეუშვა, რომელსაც ერთი კარგი მომენტი ჰქონდა კიდეც, თუმცა გიორგის ბურთის კარში ზუსტად გადაგზავნა არ გამოუვიდა.

ერთი რამ ფაქტია, მაღალ ბურთებში ესპანეთმა ძალიან დაგვჯაბნა და მეორე გოლი სწორედ ასე გავუშვით. ესპანელებმა ჩაწოდება არაერთხელ სცადეს და საბოლოო შედეგს ჩვენდა დასანანად მაინც მიაღწიეს.

ფაქტია ისიც, რომ ჩვენს ბიჭებს მადლობის მეტი არაფერი ეთქმით! წინ საქართველო!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი