გავლენიანი გამოცემა "talkSPORT" იუწყება ჩაბი ალონსოს კონტრაქტის დეტალებს.
კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჩაბი ალონსოს არ აქვს ბაიერ "ლევერკუზენის"კონტრაქტში განთავისუფლების პუნქტი,ამიტომაც მას აქვს საშუალება სეზონის ბოლოს კლუბი დატოვოს.გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი შესაძლოა გადავიდეს "ლივერპულში", მადრიდის "რეალში" ან მიუნხენის "ბაიერნში".
მიმდინარე სეზონში მსოფლიო ჩემპიონის გაწვრთნილი გუნდი საოცარ ფორმაშია. ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და შესაძლო 33 ქულიდან 31 ქულა აქვს მოპოვებული. აღსანიშნავია,რომ ეს შედეგი ბუნდესლიგის ისტორიაში მხოლოდ რეკორდმაისტერს აქვს დაფიქსირებული.