ტიაგო მოტამ თავის მომავალზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

ტიაგო მოტამ თავის მომავალზე ისაუბრა

ტიაგო მოტამ თავის მომავალზე ისაუბრა
18-05-2024, 21:29
Aa Aa
გაზიარება:

"ბოლონიას" მთავარმა მწვრნელმა ტიაგო მოტამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

"კლუბის პრეზიდენტს რამდენიმე დღეში შევხვდები და საბოლოო გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ. ამისი დროა, მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა ვისაუბროთ და პატივისცემა გამოვიჩინოთ", - აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

ცნობისთვის, "იუვენტუსმა" მოტას 3 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა და ფაბრიციო რომანოს ცნობით ტიაგოს ტურინელებთან ხელის მოსაწერად მხოლოდ "ბოლონიის" პრეზიდენტთან საუბარი დარჩა.

თუმცა მის დასატოვებლად ბოლონიელები ყველაფერს შეეცდებიან. კერძოდ, წამყვანი ფეხბურთელების არ გაშვებასა და ტრანსფერებში აქტიურ ჩართვას. მოკლედ რომ ითქვას, მათ სურთ, რომ ტიაგოს უფრო მეტი თავისუფლება მისცენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი