ქართველ ძიუდოისტს, ლაშა ბექაურს Judo-ს ფედერაციამ ვიდეო მიუძღვნა. ამ ვიდეოში 22 წლის სპორტსმენი ძიუდოს ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუს წერს, სადაც თავის კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
"მე ძალიან ვამაყობ, რომ ვარ ქართველი და პირველ რიგში ვამაყობ, რომ ვარ ამ მთების შვილი. ვარ გუდამაყრიდან, ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მებრძოლი ხალხი, მთის ხალხი.
მე ვარ ლაშა ბექაური, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი და ეხლა გიამბობთ თუ როგორ დაიწყო ჩემი ისტორია - ჩემი პირველი ძიუდოს მწვრთნელი იყო, კახა წიკლაური. პირველ რიგში ძალიან კარგი ადამიანი, შემდეგ უმაგრესი მწვრთნელი. არ გვქონდა პირობები, თუმცა ჩვენი მწვრთნელი ჩვენ ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ თუ მიზნებისთვის ვიბრძოლებდით, არანაირ პირობებს არ ჰქონდა მნიშვნელობა.
ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული არის მაშინ, როდესაც ჩემს სოფელს ვსტუმრობ. როცა ამ ადგილს ვხედავ ემოციით ვივსები და კარგ განწყობაზე ვდგები..."
ვიდეო - (JUDO)