"მამარდაშვილს მხოლოდ თანაგუნდელები უტანენ" - Eldesmarque გიორგიზე წერს » სპორტის ხაზი

"მამარდაშვილს მხოლოდ თანაგუნდელები უტანენ" - Eldesmarque გიორგიზე წერს

"მამარდაშვილს მხოლოდ თანაგუნდელები უტანენ" - Eldesmarque გიორგიზე წერს
11-11-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" სან სებასტიანს ეწვია, სადაც ჯენარო გატუზოს გუნდი "რეალ სოსიედადს" დაუპირისპირდა. აღნიშნული მატჩი 1:1 დასრულდა, ქართველ მეკარეს კი გოლი საკუთარმა თანაგუნდელმა, უგო გილამონმა გაუტანა, რაზეც უცხოურმა Eldesmarque-მ სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა - "მამარდაშვილს მხოლოდ თანაგუნდელები უტანენ".

"გიორგი მამარდაშვილი თავისი საოცარი თამაშით ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდა. ქართველი მეკარის მაღალმა ხარისხმა განაპირობა ის, რომ გიორგის 2022/2023 წლების სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატის ყველა თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული და ის ერთადერთია, რომელმაც ვალენსიაში მსგავსი რამ შეძლო. სწორედ ამიტომ, ევროპის წამყვანი კლუბები უკვე გიორგის კარებზე აკაკუნებენ, რაც ლოგიკურია, რადგან მამარდაშვილი ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურება და მაყურებელს საოცარ პერფორმანსს სთავაზობს."

"ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში გიორგი მამარდაშვილმა რეალ სოსიედადის წინააღმდეგ არაერთი საოცარი მოგერიება შემოგვთავაზა, რამაც მის დამაჯერებლობას ხაზი კიდევ უფრო მკვეთრად გაუსვა." - წერს Eldesmarque ქართველ მეკარეზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ შეხვედრაში, რომელიც მამარდაშვილმა "ბეტისის" წინააღმდეგ გამართა, "ვალენსიამ" 3:0 მოიგო და ჩემპიონატის მე-10 ადგილზე 19 ქულით გადაინაცვლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი