"გიორგის ამაზე ვუსაყვედურე" - რას ამბობს ჯენარო გატუზო? » სპორტის ხაზი

"გიორგის ამაზე ვუსაყვედურე" - რას ამბობს ჯენარო გატუზო?

"გიორგის ამაზე ვუსაყვედურე" - რას ამბობს ჯენარო გატუზო?
17-10-2022, 19:45
Aa Aa
გაზიარება:

15 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" "ელჩეს" უმასპინძლა და შეხვედრა 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მეკარემ პირველ ტაიმში უხეში შეცდომა დაუშვა, რის გამოც "ღამურების" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც, საბოლოოდ გოლად იქცა.

როგორც შემდეგ გაირკვა, გიორგიმ ჯენარო გატუზოს დაშვებული შეცდომის გამო მოუბოდიშა, რაზეც იტალიელმა სპეციალისტმა შემდეგი რამ თქვა: "თამაშის შემდეგ, გიორგი მოვიდა და პენალტის გამო მომიბოდიშა, რის გამოც ვუსაყვედურე, რადგან მან ძალიან ბევრ თამაშში შეძლო ჩვენი გადარჩენა. უშუალოდ პენალტის ეპიზოდზე რეაქცია არ მქონია, რადგან გიორგის როგორც ჩემგან, ისე მთელი კლუბისგან ნდობა ნამდვილად აქვს. მამარდაშვილს ვუთხარი, რომ სიტყვა ბოდიში თავიდან ამოიგდოს და მეორეჯერ აღარ თქვას", - ჯენარო გატუზო.

შეგახსენებთ, რომ "ვალენსია" "ლა ლიგის" მე-7 ადგილს 14 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი