ლევან ელოშვილი "გრაცერთან" ერთად დღეს ავრსტრიის მეორე ლიგის ჩემპიონი გახდა.
ასე და ამგვარად, იგი მომდევნო სეზონიდან ავსტრიის უმაღლეს ლიგაში - ბუნდესლიგაში ითამაშებს.
მათთვის, ვინც არ იცით, ლევანი 26 წლის თავდამსხმელია, რომელიც "გრაცერის" ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში მან 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მისი სატრანსფერო ღირებულება 175 ათას ევროს შეადგენს.