მიმდინარე წელს, გერმანულმა Transfermarkt-მა ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულება ბოლოჯერ განაახლა.
განახლებული მონაცემების შედეგად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა საერთო ღირებულება 114,75 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ჩვენი ნაკრების ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.
ჯვაროსნების საერთო ღირებულება აქამდე ამაზე მაღალი არასდროს ყოფილა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს სატრანსფერო ღირებულება - ირლანდიის (108,60მლნ), ჩეხეთის (94,13მლნ), ბოსნია-ჰერცოგოვინა (89,23მლნ) საბერძნეთის (78,80მლნ), ჩილეს (66,10მლნ), ირანის (59,53მლნ) და ჩრდილოეთ მაკედონიის (55,70მლნ) ნაკრებების ღირებულებაზე მეტია.