სლოვაკეთის ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე? - transfermarkt-მა ჩაკვეტაძის ღირებულება გაზარდა » სპორტის ხაზი

სლოვაკეთის ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე? - transfermarkt-მა ჩაკვეტაძის ღირებულება გაზარდა

სლოვაკეთის ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე? - transfermarkt-მა ჩაკვეტაძის ღირებულება გაზარდა
17-12-2022, 11:55
Aa Aa
გაზიარება:

სეზონის განახლებამდე მცირე ხნითა ადრე transfermarkt-მა ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის ღირებულება 2,2 მილიონ ევრომდე გაზარდა.

მართალია, 23 წლის ქართველი შემტევის შეფასება 2,0 მილიონი ევრო იყო და გერმანულმა ინტერნეტპორტალმა მხოლოდ 200 ათასი ევროთი გაზარდა, თუმცა აღსანიშნავი ისაა, რომ გიორგის ბოლო ოთხ წელიწადში ტრავმებით გამოწვეული უთამაშებლობის და ფორმაში არყოფნის გამო ფასი აკლდებოდა.

გიორგის შეფასება 'გენტში' გადასვლიდან რამდენიმე კვირაში 9 მილიონი ევრო გახდა – მაშინ გიორგი ქართველ მოთამაშეებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იყო. ასე გაგრძელდა ერთი წელი, მაგრამ შემდეგ დაიწყო გაუთავებელი ტრავმები და უთამაშებლობა, რამაც მის ღირებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

სლოვაკეთის ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე? - transfermarkt-მა ჩაკვეტაძის ღირებულება გაზარდა

ჩაკვეტაძე 'გენტში' ხშირად ტრამვიანობდა

ამ შეფასებით, ახლა ქართველი შემტევი თანაგუნდელ, ტიგრან ბარსეგიანთან ერთად სლოვაკეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ამჟამად 'ბრატისლავას' რიგებში ირიცხება და გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

რაც შეეხება ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ გუნდს, 'სლოვანი' კონფერენს ლიგაზე ასპარეზობს - გუნდი კონსფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გავიდა. ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი კი ჩაკვეტაძეს მიუძღვის, რომელმაც ექვსი თამაში ითამაშა და 4 საგოლე გადაცემა მიიწერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი