სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა » სპორტის ხაზი

სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
20-08-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

სანდრო ალთუნაშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მეორე თამაში ჩაატარა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საქართველოს ნაკრებისა და ვოლფსბერგერის ფეხბურთელი თერთმეტ რჩეულ მოთამაშეს შორის Sofascore-მა დაასახელა.

ალთუნაშვილის ვოლფსბერგერმა საკუთარ სტადიონზე ლუშტენაუს აუსტრია მიიღო და ფრეს დასჯერდა – 1:1. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება, 7.8 ქულა დაუწერა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში ვოლფსბერგერი მეოთხე ტურის შეხვედრას დღეს გამართავს, გუნდი ვენაში აუსტრიას ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი