ყველასათვის ცნობილი. მსოფლიოს სუკეთესო მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი, უცხოელი გულშემატკივრის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
ბოლო რამდენიმე თვეა, საგინაშვილი რამდენჯერმე გამოჩნდა ცნობილი იუთუბერისა და სპორტსმენის, ლარი ვილის არხზე და სხვადასხვა ჩელენჯში მიიღო მონაწილეობა, ვიდეოებში ძალიან კარგად ჩანდა ლევანის დომინაცია და სიძლიერე, რომელიც არც უცხოელ ქომაგებს გამორჩენიათ. ისინი ქართველ “ჰალკს” ძალიან სახალისო კომენტარებს უწერენ:
“როცა ლევანი მაღაზიაში რამეს ყიდულობს, მოლარე აქეთ უხდის”
“თუ ლევანის და დათვის ჩხუბს შეესწარით, დათვს უშველეთ”
‘როცა ლევან პოლიცია აჩერებს, თავად პოლიციელი აჩვენებს მას მართვის მოწმობას”
“როცა ლევანი აზიდვებს აკეთებს, ამ დროს თვითონ კი არ იწევა, არამედ დედამიწა ჩადის ქვემოთ”
“როცა ლევანი დაიბადა, ექიმებს უთხრა რომ ტირილი შეეწყვიტათ”
“როცა ლევანი სარკეში იხედება, ის მის ანარეკლს ვერ ხედავს, რადგან ლევანი მხოლოდ ერთია!”
“როცა ჰალკი ბრაზდება, ის ლევანი ხდება”
“როცა ლევანს ავტობუსი დაეჯახა, 7 მგზავრი დაიღუპა”