AS: "წინა სეზონთან შედარებით მამარდაშვილი უფრო მშვიდადაა" » სპორტის ხაზი

AS: "წინა სეზონთან შედარებით მამარდაშვილი უფრო მშვიდადაა"

AS: "წინა სეზონთან შედარებით მამარდაშვილი უფრო მშვიდადაა"
16-10-2023, 12:39
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილი კვლავ "ვალენსიას" უცვლელი მეკარეა.

მადრიდულმა გამოცემა AS-მა გამოაქვეყნა საინტერესო სტატია, რომლის მიხედვითაც, წინა სეზონთან შედარებით, გიორგის საქმეში ჩართვა უფრო ნაკლებად უწევს.

წინა სეზონში ქართველი მეკარე სეივების რაოდენობით ლა ლიგის ტოპ 5 მეკარეში შედიოდა. ჯერჯერობით, წელს მის ანგარიშზე 23 სეივია და ამით მხოლოდ მე-12 ადგილს იკავებს. გასულ სეზონში მამარდაშვილი თამაშში საშუალოდ 2.9 სეივს აკეთებდა, წელს კი - 2.5.

რაც შეეხება გაშვებულ გოლებს, 9 მატჩში 11 გაშვებული გოლით გიორგის მაჩვენებელი საშუალო სტატისტიკურია. ის მადრიდის "რეალს" ძალიან ჩამორჩება (6 გაშვებული გოლი), ხოლო "ალმერიას" ძალიან უსწრებს - 24 გაშვებული გოლი.

AS წერს, რომ ეს ნაწილობრივ "ვალენსიის" ახალი მწვრთნელის დამსახურებაა, რომელმაც დაცვა შედარებით დაალაგა და გუნდი მამარდაშვილზე ნაკლებად დამოკიდებული გახადა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი