ინგლისის ჩემპიონშიპის მე-11 ტურის შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" სტუმრად "ლიდს იუნაიტედთან" დამარცხდა - 1:2. ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა.
სტატისტიკურმა ვებსაიტმა Sofascore, ქართველის ასპარეზობა მატჩში 10-ბალიანი სისტემით 7,1 ქულით შეაფასა.
"უოტფორდი" ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ 16 ქულით მე-8 პოზიციაზეა და 26 ოქტომბერს "ბლექბერნს" უმასპინძლებს.