გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი შესანიშნავ ფორმაშია. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ინგლისის რანგით მე-2 დივიზიონში პირველი 3 შეხვედრიდან სამივე მოიგო.
მესამე მატჩი უოტფორდმა ცოტა ხნის წინ დერბის წინააღმდეგ გამართა. მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეს გუნდი 0:1-ს აგებდა, საბოლოოდ მასპინძლებმა ანგარიში მაინც დაატრიალეს და მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს, - 2:1.
აღსანიშნავია, რომ შეუცვლელად ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც უოტფორდში კვლავ დიდი როლი აქვს. ქართველ ფეხბურთელს Sofascore-მ 7.2 სარეიტინგო ქულა დაუწერა, რაც ერთ-ერთი მაღალი შეფასება გახლდათ.
ინგლისის ჩემპიონშიპის პირველ სამ შეხვედრაში ჩაკვეტაძის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.