ინგლისის ჩემპიონშიპის 23-ე ტურის შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი", "ბლექბერნს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
მატჩის 72-ე წუთზე მოედანზე ვიხილეთ სტუმართა ქართველი შემტევი, რომელმაც Sofascore-სგან 10 ქულიდან 6.6 დაიმსახურა.
23 ჩატარებული ტურის შემდეგ "უოტფორდი" 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში 34 ქულით მე-7 ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას "ბრისტოლ სიტის" წინააღმდეგ 26 დეკემბერს გამართავს.