კარიერის პირველი ნაბიჯები - რომელ ქართულ კლუბში გადავიდა კვარას ძმა » სპორტის ხაზი

კარიერის პირველი ნაბიჯები - რომელ ქართულ კლუბში გადავიდა კვარას ძმა

კარიერის პირველი ნაბიჯები - რომელ ქართულ კლუბში გადავიდა კვარას ძმა
გუშინ, 18:03
Aa Aa
გაზიარება:

ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დინამო თბილისმა ხვიჩა კვარაცხელიას ძმა, თორნიკე კვარაცხელია დაიმატა.

როგორც იწერება, პირველ ეტაპზე თორნიკე აკადემიაში ითამაშებს, თუმცა მთავარ გუნდში დაწინაურების შანსი მალევე ექნება, რადგან დინამოს გაახალგაზრდავების პოლიტიკა აქვს არჩეული.

თორნიკე კვარაცხელია ახლა 14 წლის გახლავთ. ის საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მოთამაშეა და 3 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ დინამო თბილისამდე უმცროსი კვარა ინტერის აკადემიაში თამაშობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი