UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ორგანიზაციის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლებზე ისაუბრა და ილია თოფურიაც ახსენა.
"ჯონ ჯონსი ყველაზე სახიფათო მებრძოლი და ყველა დროის საუკეთესოა, თუმცა, უამრავი მაღალი დონის მებრძოლი გვყავს.
მათ შორის უნდა აღინიშნოს ისლამ მახაჩევი, რომელიც ახლა Pound 4 Pound რეიტინგში ნომერ პირველია. ასევე უნდა ითქვას ილია თოფურიას სახელიც, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლია - მაქს ჰოლოუეი კი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი", - განაცხადა დანამ.