UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ორგანიზაციის ივენთის საქართველოში შესაძლო ჩატარებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
"ყველგან ჩასვლას ვაპირებთ! უკვე რამდენიმე ადამიანს შევხვდი, ვინც აქტიურად მარწმუნებს, რომ UFC საქართველოში ჩავატაროთ.
სად აქვს ახლა ყველაზე მეტად აზრი ჩასვლას? რა თქმა უნდა საქართველოში, რადგან იქიდან გამორჩეული ტალანტები გამოჩდნენ და ცხადია ინტერესიც გაიზარდა", - განაცხადა დანა უაითმა.
ცნობისთვის, საქართველოს UFC-ში მოქმედი 2 ჩემპიონი: ილია თოფურია და მერაბ დვალიშილი ჰყავს.