გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერით ორი ესპანური გუნდია დაინტერესებული - ინფორმაციას ამის თაობაზე La Gazzetta dello Sport Georgia ავრცელებს.
წყაროს თქმით, ზემოთხსენებული კლუბები ლა ლიგაში მოასპარეზე რეალ ვალიადოლი და ლა ლიგა 2-ის ბინადარი გრანადაა.
დიდი ალბათობით, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ქოჩორაშვილი სეზონის დარჩენილ ნაწილს ლევანტეში გაატარებს, რადგან ქართველ ნახევარმცველს ლა ლიგა 2-ის სხვა კლუბში გადასვლა არ სურს.
გარდა ამისა, წლევანდელი სეზონი არც ვალიადოლისთვისასა სახარბიელო - გუნდი ლა ლიგაში ბოლო ადგილზე იმყოფება და გავარდნის კანდიდატია.