Gazzetta dello Sport : "კვარაცხელია მთელი დატვირთვით ვარჯიშობს, ის რომასთან დიდი ალბათობით იქნება" » სპორტის ხაზი

Gazzetta dello Sport : "კვარაცხელია მთელი დატვირთვით ვარჯიშობს, ის რომასთან დიდი ალბათობით იქნება"

Gazzetta dello Sport : "კვარაცხელია მთელი დატვირთვით ვარჯიშობს, ის რომასთან დიდი ალბათობით იქნება"
25-01-2023, 14:55
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-20 ტურში "ნაპოლი" "რომას" უმასპინძლებს და რთული მეტოქის მიუხედავად სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.

ქართველი გულშემატკივრების მთავარი კითხვა ამ შეხვედრამდე კი 21 წლის შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ჯამრთელობის მდგომარეობაა. ქართველმა გაციების გამო პარტენოპეის ორი მატჩი "კრემონეზესა" და "სალერნიტანას" წინააღმდეგ გამოტოვა.

გუშინ დაიწერა ინფორმაცია, რომ ქართველი "რომას" წინააღმდეგ მატჩის ჩასატარებლად 100 %-ით მზად არ არის, თუმცა დღეს პარტენოპეისთან დაახლოებული გამოცება, Gazzetta dello Sport - ი ციტირებს, რომ კვირას ქართველის არყოფნის საფრთხე არ არსებობს და ის გუნდს დაეხმარება.

"კვარაცხელიამ განაახლა ვარჯიში სხვა გუნდელებთან ერთად. ქართველმა გუნდთან ერთად ვარჯიშის პირველი ნაწილი სპორტდარბაზში, შემდეგ კი დისკომფორტის გარეშე მოედანზე გააგრძელა.

Gazzetta dello Sport : "კვარაცხელია მთელი დატვირთვით ვარჯიშობს, ის რომასთან დიდი ალბათობით იქნება"

კვარაცხელია "რომას" წინააღმდეგ დიდი ალბათობით იქნება

იყო საშიშროება, რომ ხვიჩა გრიპის შემდეგ ფიზიკურ მდგომარეობას ვერ აღიდგენდა, თუმცა იგი ყველაფერი კარგად არის და იგი დღეიდან გუნდთან ერთად სრულყოფილად ივარჯიშებს."
- წერს Gazzetta dello Sport - ი.

იტალიური წყარო სძენს, რომ ასევე სრულად გამომჯამრთელდა ხუან ჯესუსი, რომელიც წინა მატჩებში გუნდს ასევე ვერ ეხმარებოდა.

გეტყვით იმასაც, რომ ზემოთ აღნიშნული შეხვედრა 29 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე არის ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი