"ხვიჩა 100%-ით მზად ჯერ არაა" - ბოლო ინფორმაცია ქართველის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ » სპორტის ხაზი

"ხვიჩა 100%-ით მზად ჯერ არაა" - ბოლო ინფორმაცია ქართველის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ

"ხვიჩა 100%-ით მზად ჯერ არაა" - ბოლო ინფორმაცია ქართველის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ
24-01-2023, 19:24
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-20 ტურში "ნაპოლი" "რომას" უმასპინძლებს და რთული მეტოქის მიუხედავად სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.

ქართველი გულშემატკივრების მთავარი კითხვა ამ შეხვედრამდე კი 21 წლის შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ჯამრთელობის მდგომარეობაა. ქართველმა გაციების გამო პარტენოპეის ორი მატჩი "კრემონეზესა" და "სალერნიტანას" წინააღმდეგ გამოტოვა.

იტალიურ მედიაში კი ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ ახალი ინფორმაცია გავრცელდა - "ქართველმა შემტევმა დღეს გუნდთან ერთად სპორტულ დარბაზში ივარჯიშა, შემდეგ კი მოედანზე ინდივიდუალური ვარჯიშები შეასრულა, თუმცა ხვიჩა 100 % - ით მზად არ არის."

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერის მონაგარი სერია A-ში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

რაც შეეხება სპალეტის ბიჭებს, იტალიური კლუბი იტალიის ჩემპიონატს 50 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ "მილანს" 12 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი