დუ პლესისთან რემატჩის წინ, UFC-ის ამერიკელი მებრძოლი შონ სტრიკლენდი ხამზატ ჩიმაევს იწვევს.
"ჩიმაევს დავამარცხებ, რის შემდეგაც ფულის შოვნის გზას დაკარგავს და ისევ კრიპტოთაღლითობას დაუბრუნდება.
შეუძლია თუ არა კარგი ბრძოლის გამართვა? რა თქმა უნდა, მაგრამ ის კაცი არ არის, რაც თავადაც კარგად იცის და მთელმა მსოფლიომაც", - განაცხადა სტრიკლენდმა.
შეგახსენებთ, სტრიკლენდი დუ პლესის 9 თებერვალს ქამრისთვის დაუპირისპირდება.