UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიოის ყოფილმა ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიას ძმის, ალექსანდრე თოფურიას მეტოქის კოლბი სიქნესის შესახებ ისაუბრა.
"კოლბით აღფრთოვანებული ვარ, მასზე ღირსეული ადამიანი უბრალოდ არ არსებობს. ის ყველაზე შრომისმოყვარე ბიჭია პლანეტაზე რომელსაც ვიცნობ. დიდი გული და საუკეთესო დისციპლინა აქვს, მასზე ერთგული არავინაა!", - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.
ცნობისთვის, ზემოთხსენებული ბრძოლა 9 თებერვალს, UFC 312-ზე გაიმართება.