დღეს, ჩვენი დროით 00:00 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის თასის 1/8-ფინალში ქვედალიგელ ლე მანს დაუპირისპირდება.
აღნიშნულ შეხვედრას პარიზული კლუბი სტუმრად გამართავს. ცხადია, კვარა კვლავ განაცხადშია და წესით, თავიდანვე სასტარტო შემადგენლობაშიც უნდა ვიხილოთ.
ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მაისურით ჯერ მხოლოდ 2 მატჩი გამართა, მის აქტივში კი 1 საგოლე მოქმედებაა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლე მანისა და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირების ყურება Silk Universal-ზე შეგეძლებათ.