მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, ლეგენდარული რეი ლონგო მერაბისგან მონსტრის შექმნაში UFC-ის ადანაშაულებს.
"UFC-იმ მერაბს ყველაზე რთული გზა გაატარა საჩემპიონო ქამრამდე. მას ყველა დიდებულ მებრძოლთან დაპირისპირება მოუწია და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ UFC-იმ მისი სახით მონსტრი შექმნა და ის შეუჩერებელ ძალად არის გადაქცეული", - განაცხადა ლონგომ.