იქ ქართველი დახვდება | ახალგაზრდულის ფორვარდი კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს » სპორტის ხაზი

იქ ქართველი დახვდება | ახალგაზრდულის ფორვარდი კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს

იქ ქართველი დახვდება | ახალგაზრდულის ფორვარდი კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს
გუშინ, 19:51
Aa Aa
გაზიარება:

La Gazzetta-ს ქართული რედაქციის ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ვასილიოს გორდეზიანი კარიერას ბოსნიურ "სარაევოში" გააგრძელებს, სადაც მას თანამემამულე გიორგი გულიაშვილი დახვდება.

23 წლის გორდეზიანი ახალ კლუბს იჯარის წესითა და დამატებით, გამოსყიდვის უფლების წესით შეუერთდება.

გორდეზიანი თესალონიკში დაიბადა და დედაქალაქურ კლუბამდე, პაოკის ახალგაზრდულ და დუბლ-შემადგენლობებში გამოდიოდა.

2023 წლის სექტემბერში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გორდეზიანი ნაკრებში გამოიძახა, მის აქტივში კი 11 ჩატარებული შეხვედრა და 2 გატანილი გოლია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი