ვეტერანი კუბელი მებრძოლი, იოელ რომერო ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიაზე დადებით შეფასებას არ იშურებს.
"ილია გერმანიაში დაიბადა და ესპანეთში ცხოვრობს, მაგრამ ის ნამდვილად ქართველია. ქართველები განსაკუთრებულები არიან, მსოფლიო დონის მებრძოლები. ხალხმა მათი კულტურის შესახებ უნდა იცოდეს! მათ ოლიმპიურ ჭიდაობაში უმაგრესი ათლეტები ჰყავთ. ასევე ბერძნულ რომაულშიც, მაგრამ ახლა თავისუფალ სტილზე ვსაუბრობთ. ამ ხალხს სასწაულად ძლიერი გენეტიკა აქვს და დაღესტნელებისგან საერთოდ განსხვავდებიან. ქართველებს ძლიერი ათლეტები ჰყავთ, როგორც კუბელები ვიტყოდით "Guajiro" რაც ძლიერს, მტკიცეს ნიშნავს. თოფურიას ქვასავით მაგარი და მსხვილი ძვლები აქვს, ასე მაგრად იმიტომაც ურტყამს. მისი ფეხები გინახავთ? თითქოს 4X4-ზეაო, ეს გიჟური ძალა იქიდან მოდის. მისი ზურგის კუნთები ოთხკუთხედივითაა ასევე მაჯები, მკლავები, ხელებიც. უმეტესი ქართველი ასეთია, დიდი და მტკიცე! ცხოველურად ძლიერები. დაღესტნელები ჩვენსავით, კუბელებივით არიან. ტალანტი დიდი აქვთ მაგრამ ასე ექსტრემალურად ძლიერები არ არიან. ქართული გენეტიკა ყველასგან განსხვავდება."
- ამბობს რომერო.