ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდმა მისი წასვლით ნამდვილი ჩემპიონი დაკარგა, რომლის ჩანაცვლებაც ამ დრომდე არ მომხდარა.
"ჩემი სათქმელი ერთია, სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდი არ უნდა დასუსტდეს. ჩვენ ხვიჩას სახით ჩემპიონი გამოგვაკლდა და ფაქტია ის კვლავ ვერ შევცვალეთ. კარგი გუნდი ვართ, სხვა მხრივ 53 ქულა ვერ გვექნებოდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაცარი შევიყაროთ და თვალები დავიბრმავოთ", - განაცხადა კონტემ.
ცნობისთვის, 23 ტურის შემდეგ ნაპოლი სერია ა-ს 54 ქულით ლიდერობს, თუმცა უშუალო კონკურენტს ინტერს (51) ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.